დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება ფიქსირდება პრევენციული ღონისძიებები უფრო გამკაცრდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ადამიანების გადაადგილება აიკრძალა, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ჩვენთვის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჯანმრთელობა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ მთავრობის ყველა რეკომენდაციას, რომელიც შეეხება ვირუსთან ბრძოლას.
საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები, რომლებიც არიან გადაცილებული 60 წელს ან ააქვთ ქრონიკული დაავადებები გთხოვთ, დარჩით სახლში.
ხოლო
იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საჭიროებიდან გამომდინარე უწევთ იყვნენ
სამსახურში, გთხოვთ, დაიცავით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა
რეკომენდაცია და უსაფრთხოების წესები, იმუშავეთ აუცილებელი დისტანციის
დაცვით, იყავით სრულად ეკიპირებულები.
ტერმინალზე ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ყველგან
დამონტაჟდა დისპენსერები სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხელის
გადასაბანი ხსნარით, დარიგდა ხელთათმანი და პირბადეები. ყველა
თანამშრომელი ექთანთან გადის შემოწმებას ტემპერატურაზე.