ICEBERG POTI
1. 2016 წლის სექტემბრის თვეში შპს „აისბერ ფოთს“ მიენიჭა ISO 9001 „ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი“-ს მოთხოვნების
შესაბამისობის სერთიფიკატი და მუდმივად ინარჩუნებს ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნებს.                 
 
2. კომპანიამ 2015 წელს არსებულ 8 სამაცივრე სათავსოს კიდევ ორი 820 მ2-ის  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე სათავსო შეჰმატა და განახორციელა მათი ექსპლუატაციაში გაშვება.
 
3. კომპანიამ 2015 წელს ახალ ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით განახორციელა მის მფლობელობაში არსებული სათვალთვალო კამერების მოდერნიზირება და არსებული რაოდენობა 8 ერთეულით გაზრდა.  
 
 
4. კომპანიამ 2016 წელს განახორციელა 2250 მ2 მიწის შესყიდვა და ტერიტორიის გაფართოვება.
 
 
5. კომპანიამ 2017 წელს განახორციელა 1600 კვ. ამპერიანი მაღალი ძაბვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტრანსფორმატორის (10/04) შეძენა, დამონტაჟება და ექსპლუატაციაში გაშვება.  
 
 
6. 2018 წლის თებერვალ-მარტის თვეებში განხორციელდა კომპანიის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო ხაზის გადახურვა.  
 
 
7. 2018 წლის მარტი-აპრილის თვეებში  განხორციელდა კომპანიის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ნარჩენებისთვის ადგილის გამოყოფა და განხორციელდა სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ლიცენზირებულ კომპანიაში ჩაბარებას.
 
 
8. კომპანიამ 2018 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში  მე-5 და მე-6 სათავსოებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 5 სამაცივრე დანადგარის შესყიდვა, დამონტაჟება და ექსპლუატაციაში გაშვება განახორციელა.
 
 
9. 2018 წლის სექტემბრის თვეში შპს „აისბერგ ფოთმა“ წარმატებით გაიარა გარე აუდიტორული შემოწმება ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და განხორციელდა კომპანიის რესერთიფიცირება.
 
 
10. 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში შპს „აისბერგ ფოთში“ წარმატებით განხორციელდა HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების დანერგვა და კომპანიის სერთიფიცირება.
 
 
11. 2018 წელს კომპანიამ წარმატებით გაიარა „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს შემოწმება და კომპანიას მიენიჭა აღიარების სერთიფიკატი. 
 
 
12. 2018 წლის ნოემბერის თვეში კომპანიამ წარმატებით გაიარა  ერთობლივი საინსპექციო  შემოწმება, რომელიც განხორციელდა ყაზახეთის რესპუბლიკის ვეტერინარული კონტროლის კომიტეტის, სოფლის მეურნეობის მთავარი ექსპერტის და საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. 
 
 
13. 2019 წლის ნოემბრის თვიდან შპს „აისბერგ ფოთში“ ამოქმედდა და ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც ერთობლივად 204 ცარიელ და 128 დატვირთულ (40 ფუტიან) კონტეინერს იტევს.